25 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
გიორგი ამილახვარი არის საქმის პროფესიონალი და ქვეყნის მოყვარული ადამიანი- რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ქვეყნის პრემიერის პრეროგატივაა, ასე ეხმიანება რატი იონათამიშვილი საკადრო ცვლილებებს, რომელიც განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარის დანიშვნას გულისხმობს.

პარალელურად, იონათამიშვილი მომავალი განათლების მინისტრის პიროვნულ ღირებულებებს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ იგი არის საქმის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი.

"მინისტრის შერჩევა ეს არის პრემიერის პრეროგატივა და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ წინასწარ საქართველოს კეთდებოდეს განცხადებები. შესაბამისად უმჯობესი არის, რომ დაველოდოთ მთავრობის სხდომას, როდესაც პრემიერ-მინისტრი თვითონ გააკეთებს შესაბამის განცხადებას. რაც შეეხება გიორგი ამილახვარის კანდიდატურას, ჩვენ პარლამენტში გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება. მე კარგად ვიცნობ მის თვისებებს, რომელიც არის გამორჩეული, როგორც საქმის პროფესიონალი, ასევე ქვეყნის მოყვარული ადამიანი," -აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღეს პრემიერი განათლების ახალ მინისტრს წარადგენს. მთავრობის სხდომა 2 საათზეა დანიშნული. კურიერის ინფორმაციით, პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. პროფესიით სამართალმცოდნე გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია ის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა. რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, მას მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა. ოფიციალური განმარტებები, თუ რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი, ან სად გააგრძელებს ჩხენკელი მუშაობას, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.

დღის ამბები