19 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
პერიოდულად აახლებენ სააკაშვილის თემას, რაც სინამდვილეში ხელოვნურია - რატი იონათამიშვილი

სახელისუფლებო გუნდისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა გაუგებარია, რადგან მათი თქმით, ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფომ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა.

ამასთან, სახელმწიფო შესაბამისი უწყება არ იქნება წინააღმდეგი, სააკაშვილის ან მისი ოჯახის მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა თბილისში მის მკურნალობის პროცესში. 

"პერიოდულად აახლებენ ხოლმე სააკაშვილის თემას, რაც ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ეს არის ხელოვნური და მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისმა უწყებამ არაერთხელ თქვა, რომ მზად არის, თუ ოჯახს ექნება ამისი სურვილი ჩართოს უცხოელი მკურნალი ექიმები სამკურნალო პროცესში, მაგრამ ისინი ამ პროცედურაზეც, როგორც ჩანს, უარს ამბობენ, ისევე, როგორც სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივებაზე თქვეს უარი. შესაბამისად, ხელოვნური თემების ჩვენს საზოგადოებას არ სჯერა, ვერც დაიჯერებენ და განწირულია ეს ყველაფერი ფიასკოსთვის," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია ამბობს, რომ კონკრეტული ზომების მიღება მოუწევს.

 

 

დღის ამბები