20 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. პრეზიდენტის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაახლოებით ერთი საათის წინ დაეშვა.

დღეს დაგეგმილია ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. კრემლში აცხადებენ, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებისას ყოვლისმომცველ პარტნიორობისა და სტრატეგიულ თანამშრომლობას განიხილავენ.

როგორც ცნობილია ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მშვიდობის საკუთარი ფორმულა წარადგინა, რასაც რუსეთში თბილად შეხვდნენ, თუმცა ვაშინგტონში ეს ინიციატივა გაარიტიკეს.

დასავლური პრესა წერს, რომ ჩინეთის ლიდერის რუსეთში ვიზიტი მოსკოვის მიმართ პეკინის მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა. ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

დღის ამბები