19 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
"ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია ყირიმიდან უკვე დაიწყო" - ვოლოდიმერ ზელენსკი

"ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია ყირიმიდან უკვე დაიწყო" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ომის გარდაუვალ შედეგზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ერთად დაიცავენ უკრაინის თავისუფლებას და ისტორიას. 

"სრულმასშტაბიანი ომის პირველი გამარჯვებული ბრძოლებიდან ერთი წელი გავიდა, რამაც ოკუპანტების გაქცევა გამოიწვია. გასული წლის 21 მარტს დასრულდა კიევის რეგიონის პატარა სოფელში ბრძოლა და ეს იყო ჩვენი ქვეყნის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ომში გამარჯვებისკენ.

სასტიკი დაპირისპირება უკრაინის სამხრეთში და ჩვენი უნიკალური თავდაცვითი ოპერაცია, რომელმაც თავისუფლება დაუბრუნა ხარკოვის ოლქს.

უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც "უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია". ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას. ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ისტორიას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები