26 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდება - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ვახტანგ ორბელიანისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ორბელიანის ქ. N29/36-ის მიმდებარედ დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„შეზღუდვა 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 08:00 საათამდე, ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე იმოქმედებს. სამუშაოების განმავლობაში, მძღოლები ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ აბჟანდაძის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, შემდეგ კი გზას ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ“, – აცხადებენ მერიაში.

დღის ამბები