23 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
საქართველოს საზღვართან ახლოს 2 მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან ახლოს დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველი მიწისძვრა დღეს, 24 მარტს, თბილისის დროით 11:09 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 159 კილომეტრში მოხდა. მისი სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 8 კილომეტრი.

განმეორებითი ბიძგები კი საქართველოს დროით 12:27 საათზე, სახელმწიფო საზღვრიდან 35 კილომეტრში დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 4,1 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 49 კილომეტრი.

დღის ამბები