25 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობას - ბორელი

ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობას - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი "წითელ ხაზებს" არ კვეთს, ხოლო მათ "უსაზღვრო მეგობრობას" საზღვრები გააჩნია.

მან აღნიშნა, რომ მშვიდობის შესახებ ჩინეთის წინადადებები იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს ბოლომდე გახდეს მოსკოვის მოკავშირე. ბორელის აზრით, ჩინეთს კოორდინატორის როლი სურს და არა შუამავლის.

დღის ამბები