19 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
უკრაინა ითხოვს, დაუყოვნებლივ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს, მინსკს გაუგზავნონ მკაფიო მესიჯები იმის შესახებ, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე თანხმობას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, უკრაინული მხარე ამბობს, რომ კრემლის ბირთვული მუქარის პასუხად, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული გაეროს უშიშროების სხდომა. 

"უკრაინა გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის მხრიდან კრემლის ბირთვული შანტაჟის საპირისპიროდ ეფექტურ ქმედებებს ელის... ჩვენ მოვითხოვთ ამ მიზნით სასწრაფოდ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა", - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე.

დღის ამბები