19 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
სულხან მოლაშვილის ძმა ნორვეგიის საელჩოსთან დღეს აქცია აანონსებს - ის სააკაშვილის დაჯილდოებას ქართველი ხალხის მოტყუებად აფასებს

ნორვეგიის საელჩოსთან დღეს აქცია გაიმართება. ინიციატორი სულხან მოლაშვილის ძმაა. თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილის დაჯილდოებას ქართველი ხალხის მოტყუებად აფასებს და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სასჯელი სიცოცხლის ბოლომდე უნდა მოიხადოს.

შეგახსენებთ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 4 წელში შეიწყალეს.

სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ ის პატიმრობის დროს აწამეს. 2016 წელს ის 47 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მოლაშვილის საქმეში დარღვევები სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები