20 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
გაერომ "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებთან დაკავშირებით შემოთავაზებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაერომ "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებთან დაკავშირებით შემოთავაზებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა მილსადენებზე განხორციელებული თავდასხმების გამოძიებას გულისხმობდა. რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო 9 ხმა, მას მხარი მხოლოდ სამმა ქვეყანამ დაუჭირა, 12-მა კი თავი შეიკავა.

მილსადენის აფეთქება შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონებში მოხდა. ქვეყნებმა ინდივიდუალური გამოძიების შესახებ ინფორმაცია გასულ თვეში გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ამის შესახებ რუსეთიც იყო ინფორმირებული. რუსეთმა გამოთქვა ეჭვი, რომ აფეთქებების უკან დასავლეთი იდგა.

დღის ამბები