20 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
სომხეთის განზრახვა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს, რუსეთისთვის მიუღებელია - "რია ნოვოსტი"

სომხეთის განზრახვა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს რუსეთისთვის მიუღებელია - ამის შესახებ გამოცემა "რია ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფიციალური მოსკოვი "სერიოზულ ნაბიჯებს" გადადგამს.

მათივე ინფორმაციით, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება.


 

დღის ამბები