20 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
ქმნის თუ არა ნიკა გილაური პარტიას, სადაც მელია და დეკანოიძეც გაერთიანდებიან - თაკო ჩარკვიანს ადრესატები სოციალურ ქსელში პასუხობენ

თაკო ჩარკვიანის ბრალდებას, რომ ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას და მასში ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან, ორივე ადრესატი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ", – წერს ნიკა მელია .

"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე“, – ეს კი დეკანოიძის პოსტია.

იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ყოფილი პრემიერი გილაური ახალ პარტიას აყალიბებს და მასში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან, "კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

დღის ამბები