Amnesty International 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს 156 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას აღწერს. საქართველოს შესახებ ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2021 წლის ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სავარაუდო ორგანიზატორები პასუხისმგებლობას არ მიეცნენ.
ასევე 2017 წელს აფგან მუხთარლის გატაცების საქმე ეფექტიანად არ იქნა გამოძიებული. არასამართლიანი სასამართლო პროცესების სექციაში Amnesty International-ს მაგალითად მოჰყავს ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. საუბარია ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზეც.
"მიუხედავად სამედიცინო ანგარიშებისა, რომლებიც მიუთითებენ შესაძლო "მძიმე ლითონებით მოწამვლაზე" წლის ბოლომდე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამედიცინო ნიშნით სასჯელი სააკაშვილს არ გადაუვადა," - წერია ანგარიშში.