24 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
მეწყრის შედეგად ეკვადორში 11 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც

მეწყრის შედეგად ეკვადორში 11 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. სამაშველო ჯგუფები ათობით დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ხელახლა განმეორების რისკის გამო მთავრობამ ასობით სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

დაზარალებულებისთვის შეიქმნა სპეციალური თავშესაფრები.

დღის ამბები