24 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
დირექტორის გადადგომა და შენობის რეაბილიტაციის პარალელურად იმავე სივრცეში მუშაობის გაგრძელება - როგორია რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მოთხოვნები

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკაში შეიკრიბნენ. უცვლელია მათი მოთხოვნები - კლინიკის დირექტორის გადადგომა და შენობის რეაბილიტაციის პარალელურად იმავე სივრცეში მუშაობის გაგრძელება.

მედიკოსებს უკვე რამდენჯერმე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში კლინიკაში მუშაობის გაგრძელება და პაციენტების მომსახურება შეუძლებელია.

მინისტრი მედპერსონალს სხვა კლინიკებში გადაყვანას და ხელფასით უზრუნველყოფას ჰპირდება.

ექიმებს გამოეხმაურა პრემიერიც. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რესპუბლიკურში დასაქმებული მედპერსონალი უსამსახუროდ არ დარჩება. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმას ექიმებს მინისტრი უახლოეს პერიოდში პირადად გააცნობს. 

დღის ამბები