19 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
როგორც გიორგი ჩალაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს არ ამბობს

ხომ არ ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე  ამბობს, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობა არ ხდება. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ამბობს უარს მკურნალობაზე, შესაბამისად, ვერ მოხდება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მოწოდება, რომ მან მკურნალობა მიიღოს. 

"მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური კი არა, ჩვენი ქვეყნის ბედია მის სიცოცხლეზე დამოკიდებული. ქართულმა ოცნებამ კარგად იცის. სამწუხარო რეალობაა, რომ არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ მას არ სჭირდება ევროპული მომავალი და მეორე, ქართლი ოცნება დარწმუნებულია, რომ მაღალჩინოსნები პირადად ისმენენ იმ საუბრებს, რაც პალატაში იმართება და იციან, თითოეული წერილის შესახებ, რაც იქ არის. თქვენ ხომ მიშას იცნობთ, იცნობდით ყველას სააკაშვილის მთავრობაში და  სააკაშვილი გახსოვთ რომ ისეთი ადამიანი იყო, ვისაც საკუთარი თავისთვის ცუდი უნდოდა ოდესმე?

მას სურს, ის არ ამბობს უარს, მე რომ ვთქვა რომ მას არ უნდა და მე მოვუწოდებ, გამოდის რომ ამ რიტორიკას ვეთანხმები, რომ ის უარს ამბობს და მე ვთხოვ- ეს ესე არ არის. ის ცდილობს, იციან სამედიცინო დაწესებულებაში, რომ ის ცდილობს მიიღოს, მაგრამ ვერ იღებს. ბატონ ზურაბს დაუსვით შეკითხვა, ვისი მეშვეობით მოხდა კინეზოთერაპიის სპეციალისტის მიყვანა. ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვს. ადამიანს რომ მოუწოდო, ის უნდა იყოს წინააღმდეგი და არ არის ის წინააღმდეგი მკურნალობის. სამწუხარო რეალობაა, რომ არ ხდება მკურნალობა. თვითონ კლინიკამ გამოაცხადა, რომ ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მეტს ვერაფერს ვაკეთებთო და ამას ვჩივით ჩვენც. სიმპტომური მკურნალობით ეს კაცი მოკვდება და კვდება ფაქტია," - ამბობს გიორგი ჩალაძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები