24 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
"იყო პერიოდი, როდესაც სააკაშვილი საკვებს ამრავალფეროვნებდა, ამ პერიოდში უარს აცხადებდა აწონვაზე, რა თქმა უნდა, მისი სურვილი იყო წონის მატება არ დაფიქსირებულიყო" - ზურაბ ჩხაიძე

ის, რა საკვებსაც იღებს პაციენტი სააკაშვილი, არ აღემატება 500 კილო კალორიას, რომელიც მინიმალური დოზაა და ნაკლებად უწყობს ხელს წონაში მატებას - "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

ასევე, როგორც ზურა ჩხაიძემ განაცხადა, იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც მსჯავრდებული პრეზიდენტი  საკვებს ამრავალფეროვნებდა, თუმცა ამ დროს აწონვაზე უარს აცხადებდა. 

"მე მქონდა საუბარი მისი ახლო წრის წარმომადგენლებთან, მე პირადად ვთხოვე ბატონ ჩალაძეს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული რეკომენდაცია, რომ უნდა იყოს დღე-ღამის განმავლობაში სადღაც 1600-1700 კილო კალორია მიღებული და ის, რასაც იღებს პაციენტი არ აღემატება 500 კილო კალორიას. შესაბამისად, ეს არის მინიმალური დოზა, რომელიც ნაკლებად უწყობს ხელს წონაში მატებას. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც პაციენტი საკვებს ამრავალფეროვნებდა, ეს იყო ის გარკვეული პერიოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებდა აწონვაზე, ჩვენც არ გვქონდა არანაირი პრეტენზია ოღონდ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, ამ დროს მისი სურვილი იყო, რომ წონის მატება არ დაფიქსირებულიყო.

დღის ამბები