25 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
საკითხი ახალია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, თუმცა ქეისები აჩვენებს, რომ კანონმდებლობა მუშაობს - ირაკლი ლექვინაძე მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ

რამდენად ეფექტურად მუშაობს ქვეყანაში "მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ" კანონი - ერთწლიან პერიოდსა და არსებულ გამოწვევებზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა. ირაკლი ლექვინაძეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაისვა კითხვებიც.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყანაში ეს მიმართულება ახალია თუმცა, საქმეები აჩვენებს, რომ კანონმდებლობა ეფექტურად მუშაობს.

"5 თვის მანძილზე კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დაახლოებით 190-ზე მეტი განაცხადი მიიღო სხვადასხვა მომხმარებლისგან. აქედან, 118 თემაზე განხორციელდა საქმის შესწავლა და დაახლოებით, 40-მდე საქმეში მიღებულია გადაწყვეტილება, სადაც მომხმარებლებს ან დაუბრუნდათ გადასახადი, ან აღუდგათ მათი დარღვეული უფლებები, ან შეძლეს ნივთის გამოცვლა, ან შეძლეს იმ პრობლემური საკითხის გადაჭრა, რაზეც მოვაჭრეებთან ჰქონდათ პრეტენზია. საკითხი ახალია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, თუმცა ქეისები აჩვენებს, რომ კანონმდებლობა მუშაობს", - განაცხადა ლექვინაძემ.

დღის ამბები