25 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
ვფიქრობ, მისი გამოსვლა პარლამენტში იქნება საკმაოდ ხისტი - გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრეზიდენტს ელოდებიან - სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით რიგგარეშე სხდომაზე წარსდგება.

ოპოზიცია ელოდება, რომ პრეზიდენტი ყურადღებას 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე გაამახვილებს და საუბარი იქნება ეროვნული ინტერესების საკითხებზე.

განსხვავებული მოლოდინები აქვთ უმრავლესობაში. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.

"ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა პარლამენტში იქნება საკმაოდ ხისტი და ვფიქრობ, რომ ჩვენც ყველამ ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა შევძლოთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ანალიზი და ხედვა, შემდეგ საზოგადოებამ აირჩიოს რომელი პოზიციაა მართალი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

დღის ამბები