19 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
გამოგონილი მიზეზია რეალურად, თუნდაც იმიტომ, რომ 1 კვირის წინ, როდესაც ამაზე საუბარი იყო, ეს მიზეზი არავის დაუსახელებია - მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაზე

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები კლინიკა "ვივამედიდან" პაციენტის სამედიცინო ისტორიას სავარაუდოდ დღეს გაიტანენ. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ადვოკატების განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი სარჩელისთვის მნიშვნელოვანი დეტალია.

სამედიცინო ისტორია უკვე რამდენიმე დღეა განხილვის და ურთიერთბრალდებების საგანია. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება და კლინიკა სტრასბურგში სარჩელის შეტანას პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებს.

მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ დროის გაწელვას გამოგონილი მიზეზებით ცდილობენ.

"გამოგონილი მიზეზია რეალურად, თუნდაც იმიტომ, რომ 1 კვირის წინ, როდესაც ამაზე საუბარი იყო ეს მიზეზი არავის დაუსახელებია, როგორც დოკუმენტაციის შევსება და ა.შ. სხვა მიზეზებზე იყო საუბარი და მათ შორის, სტრასბურგის სტანდარტებთან რამდენად დამაკმაყოფილებელი შეიძლება ყოფილიყო რეალურად არსებული მდგომარეობა. მთავარია, რომ დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილია რეალურად არის მზად და შეუძლია ყველას აიღოს და გაეცნოს, გამოიყენოს რა დანიშნულებითაც თვითონ უნდათ," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები