24 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
კანადიდან აშშ-ის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შესვლის მცდელობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კანადიდან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შესვლის მცდელობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სანაპირო დაცვამ სამძებრო ოპერაცია წმინდა ლოურენსის მდინარესთან აწარმოა და ცხედრები შტატების საზღვართან ახლოს, აკვესანის ტერიტორიაზე აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, დაღუპულები ოჯახის წევრები და სავარაუდოდ, რუმინელები და ინდოელები იყვნენ. 

დღის ამბები