20 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
მცხეთაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 26 მაისის აღნიშვნა გრძელდება

მცხეთაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით 26 მაისის აღნიშვნა გრძელდება. სტუმრებს დილიდან ადგილზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე დახვდათ. ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები. მოწყობილია სამხედრო ტექნიკის, აღჭურვილობის და შეიარაღების გამოფენა. დღის განმავლობაში ღონისძიება მუსიკალურადაც გაფორმდა. ინიციატივა საქართველოს მთავრობის ორგანიზებით განხორციელდა. 

"დამოუკიდებლობა არის ჩვენი უდიდესი მონაპოვარი, რასაც რა თქმა უნდა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ არა ერთი გამოწვევის წინაშე ვიყავით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების წინაშე გამკლავება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემით და ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ ჩვენი საერთო მიზნის ასრულებას, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში," - ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია.

დღის ამბები