19 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
"მეზიზღება ნეაპოლი და კვარაცხელია" - მესიჯი ქართველ ტურისტს რომიდან

ქართველ ტურისტს რომში ბინაზე ჯავშანი კვარაცხელიას გამო გაუუქმეს.

როგორც იტალიური პრესა წერს, რომაელ ბინის მეპატრონეს, ნეაპოლელი იტალიელებისგან განსხვავებით, კვარაცხელიასა და ნეაპოლის მიმართ სრულიად საწინააღმდეგო განწყობა აქვს. მან ქართველ ტურისტს მისწერა, რომ "ნეაპოლი და კვარაცხელია ეზიზღება", სწორედ ამიტომ წინასწარ დაჯავშნილ ბინაზე უარს ეუბნება და ჯავშანს აუქმებს. 

"გამარჯობა რომიდან, ბოდიშს გიხდით. ვიცი, რომ საქართველოდან ხართ და ეს ბინა გქონდათ დაჯავშნილი, მაგრამ მეზიზღება ნეაპოლი და კვიჩა. გთხოვთ იპოვეთ სხვა ბინა".

როგორც აღმოჩნდა, რომის ბინის მეპატრონე, ხვიჩას და ნეაპოლის გუნდის მიერ მისი საყვარელი საფეხბურთო გუნდის დამარცხებამ გაანაწყენა.

დღის ამბები