25 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
ჩრდილოეთ პაკისტანში ზვავს 11 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანია

ჩრდილოეთ პაკისტანში ზვავს 11 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჯგუფი შუნტერის უღელტეხილს კვეთდა. დაშავებულია 25 ადამიანი.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპერაციის ჩატარებას რთული რელიეფი ართულებს. სამუშაოებში ორ სამხედრო ვერტმფრენთან ერთად ჩართულია ჯარი.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო ქვეყანაში მსგავსი ინდიცენტები მატულობს.

დღის ამბები