24 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
ფონდი Kettari ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ფილმის დახურულ ჩვენებას გამართავს

30 მაისს, 20:15 საათზე კინოთეატრ “ამირანში” მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სახლი არ დატოვო” დახურული ჩვენება გაიმართება.

ფილმი ფონდი “კეტტარის” მხარდაჭერით შეიქმნა და ის აქტუალურ თემას - მცოცავ ოკუპაციას ეხება. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ  ინოვაციური გადაღების ხერხით- ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული.

„ორი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია თუ რატომ დაგვაინტერესა ამ პროექტმა: „ერთი მხრივ, ეს არის ფანტასტიკური ისტორია, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს და მეორე მხრივ, ეს არის გარკვეულ წილად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაც, რომელიც საინტერესოა, მოულოდნელია და რთულია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ კინოინდუსტრიაზე და შევეცდებით, რომ გარკვეული ინვესტიციები გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ძირითადად“, - განაცხადა საინვესტიციო ფონდი “კეტარის” განვითარების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ.

ფილმს, რომელიც ფონდი Kettari-ის მხარდაჭერით შეიქმნა, ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, ხოლო უკრაინელი ოპერატორი ჰყავს. “სახლი არ დატოვო” რეალურ ამბავს ეფუძნება.  რეჟისორის, დათი ჯაფარიძის სურვილი იყო დეტალურად აღეწერა, თუ რა გავლენა აქვს ოკუპაციას მშვიდობიან მოქალაქეებზე. “ არ აქვს მნიშვნელობა ეს მოხდება საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ტრაგიკული და ასევე უნიკალური ისტორია, რომელიც ეხება დათა ვანიშვილს, რომლის რეალობაც მხოლოდ ერთმა მავთულხართიანმა ხაზმა შეცვალა“, - თქვა ფილმის რეჟისორმა დათი ჯაფარიძემ.

რეჟისორი: დათი ჯაფარიძე თარიღი: 30.05.2023დრო: 20:15 ლოკაცია: კინოთეატრი “ამირანი”, 36/1 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი.

დღის ამბები