19 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
ლოგიკით, რასაც ნაცრევკომი პრემიერის სიტყვების ინტერპრეტაციისას გვთავაზობს, გამოდის, ფონ დერ ლაიენი გვაფრთხილებს ,ხელი ავიღოთ ევროპული ოჯახის წევრობაზე- ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება.

საუბარია, ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, სადაც ის ამბობს, რომ "პირველად ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი."

ვოლსკის შეფასებით, ამ ლოგიკით, გამოდის, ფონ დერ ლიაენი გვაფრთხილებს, ხელი ავიღოთ ევროპული ოჯახის წევრობაზე.

"იმ ლოგიკით, რასაც ნაცრევკომი პრემიერ-მინისტრის სიტყვების ინტერპრეტაციისას გვთავაზობს, გამოდის, ფონ დერ ლიაენი გვაფრთხილებს ხელი ავიღოთ ევროპული ოჯახის წევრობაზე," - წერს ვოლსკი.

 

დღის ამბები