



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში რაც ისაუბრა, სრული სიმართლე იყო.
"რაც ისაუბრა ბატონმა პრემიერმა, იყო სრული სიმართლე. მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია. თვითონ ზელენსკიც ამბობდა, ნატო-ს გამო ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ყველაფერი არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, იგივე გაიმეორა ბატონმა პრემიერმა. სიმართლე თქვა. ახალი რა იყო ამაში? ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც,"- აცხადებს ვახტანგ გომელაური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი. ჩვენ ვხედავთ შედეგებს".