25 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
"ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სურთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, ოპონენტების ნაწილმა თავიდანვე განიზრახეს, რომ არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში.

"ეს არის მარტივი სქემა, რაც აქვთ დალაგებული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავიდანვე განიზრახეს, რომ არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში იმისათვის, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე. მარტივი სქემაა, მათ არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არ სურს არც გლობალურ ომის პარტიას, არც ლოკალურ ომის პარტიას. აქედან გამომდინარე, ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და ახორციელებენ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ამ პროცესის საბოტაჟს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები