25 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
კიევის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია

მორიგი სარაკეტო შეტევა კიევზე - არის მსხვერპლი. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

საჰაერო განგაში კიევთან ერთად ღამით გამოცხადდა უკრაინის რამდენიმე ოლქში - ისმოდა აფეთქებების ხმა.

რუსული ოლქის, ბელგოროდის გუბერნატორი კი უკრაინას ოლქის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, უკრაინული ძალები ქალაქ შებეკინოს ერთი საათის განმავლობაში უტევდნენ. არიან დაშავებულები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს და ქალაქის შესასვლელს კვლავ უკრაინული ძალები აკონტროლებენ. ანა მალიარის თქმით, ბახმუტში რუსული ძალების შეტევითი აქტივობა შეჩერებულია, თუმცა ოკუპანტებმა საარტილერიო დაბომბვის სიხშირე გაზარდეს, რაც ტაქტიკის ცვლილებაზე მიუთითებს.

დღის ამბები