25 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზედაც ჩვენ საუბარი გვაქვს - ვოლსკი

გამორჩეული და დაბალანსებული - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კარგად წარმოაჩინა ქართველი ერის მისწრაფება ევროპისკენ და იდენტობა, რომელიც ევროპული ღირებულებების შესაბამისია.

"ნამდვილად ქართული იდენტობა არის შესაბამისი იმ ღირებულებების, რომელიც გააჩნია ევროპას. პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზედაც ჩვენ საუბარი გვაქვს. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

სალომე ზურაბიშვილის მთელი სიტყვა აგებული იყო საქართველოს წარსულზე, მის ბრძოლასა და მის მომავალზე. ასევე ისტორიულ შანსზე, რომელიც ხელიდან არც თბილისმა უნდა გაუშვას და არც ბრიუსელმა. ევროპის პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგა.

დღის ამბები