25 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი.

მისი თქმით, ისეთი მდგომარეობა, როგორიც საქართველოს აქვს, არ აქვს არცერთ ევროპულ ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს მეზობელია რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ორი რეგიონი. 

"ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან და ძალიან ხშირად მსმენია, რომ თქვენ არავინ არ გთხოვთ სანქციების დაწესებას და ამაზე არ არის საუბარი, თუმცა დემარშის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ასე გამოდის, რომ ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაწესებას.

აქ დგას ის მომენტი, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა - ესმით კარგად ჩვენს პარტნიორებს ის განსაკუთრებული მდგომარეობა, ხაზს ვუსვამ ამას, რადგან ასეთი მდგომარეობა, რაც აქვს საქართველოს, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს.

საქართველო არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, საქართველოს ჰყავს მეზობელი რუსეთი და მეზობელ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და მეზობელი რუსეთის სამხედრო ძალები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები