



"ვულოცავ ჩვენს უმცროს ბორჯღალოსნებს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას და ახალი გზის დასაწყისს: წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ახალი, ისტორიული გამარჯვებები - თქვენ ამისთვის მზად ხართ და საქართველოს ამას თქვენგან ელის,- რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემელაძე უმცროს ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს.
"უმაღლესი შეფასება ჩემგან სამწვრთნელო შტაბს 20 წლამდელთა ნაკრების ასეთი მომზადებისთვის - ჩვენ ვიხილეთ როგორც ძალიან მაღალი ფიზიკური და ტექნიკური თამაშის დონე, ასევე ძლიერი ნებისყოფა და ემოციური სიმტკიცე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის. მოედანზე ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდა სპორტსმენების და მწვრთნელების ერთიანი გუნდი, რომელიც მზად არის გაბედული ექსპერიმენტებისთვის, რომელიც ეძებს და პოულობს თავის უძლიერეს მხარეებს და თამაშის პროცესშივე ასწორებს შეცდომებს. ძიების ეს სულისკვეთება და მისიის ერთგულება მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა და გამარჯვება ლოგიკური შედეგი იყო." - იოსებ ტყემალაძე.