25 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა გამოცემა "ვაშინგტონ პოსტთან" ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას უოლესმა მიუთითა გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზე.

მისი თქმით, ნატო-მ ისევე, როგორც ევროკავშირმა, უკრაინის მსგავსი ასპირანტი ქვეყნებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემით, წარსული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. ამასთან, უოლესმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, უკრაინასთან ორმხრივი ან მრავალმხრივი თავდაცვის შეთანხმებები გააფორმოს და მიიღონ გრძელვადიანი გეგმები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს რეალური შესაძლებლობა, წელს ყირიმი დაიბრუნოს, რადგან რუსეთის ძალებს საჭირო აღჭურვილობა ეწურებათ.

დღის ამბები