20 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი მესამედ დადო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. მან საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან მიიღო. ფიცის დადების შემდეგ, ერდოღანის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო და მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გაგრძელდა.

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, ერდოღანი გვირგვინით შეამკობს თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს.

საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საპრეზიდენტო კომპლექსში გაგრძელდება, სადაც ერდოღანი მილოცვებს მიიღებს. ამის შემდეგ სტუმრები ერდოღანის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ, სადაც ოფიციალური ვახშამი გაიმართება.

დღის ამბები