20 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
დიდუბე, ოკრიბა და ბათუმის ე.წ. ფარეხის ავტოსადგური 2025 წლის მაისამდე თანამედროვე ტიპის სადგურებად გადაკეთდება - მთავრობამ ახალი რეფორმა დააანონსა

დიდუბე, ოკრიბა და ბათუმის ე.წ. ფარეხის ავტოსადგური 2025 წლის მაისამდე თანამედროვე ტიპის სადგურებად უნდა გადაკეთდეს.

ანტისანიტარია, მოსაცდელების არარსებობა და ქაოსი, მგზავრებსა და მძღოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე წლებია დისკომფორტს უქმნის. საქართველოში მდებარე ავტოსადგურების უმეტესობაში ასევე არ არის დაცული მგზავრთა უსაფრთხოების ნორმებიც. ოკრიბას ავტოსადგურის კრიტიკულ მდგომარეობაზე "კურიერის" რესპონდენტებიც საუბრობენ, არსებული მდგომარეობა დისკომფორტს თავად მძღოლებსაც უქმნის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ავტოსადგურების კლასებად დაყოფა და მათი მოდერნიზაცია იწყება. უკვე ცნობილია, რომ დიდ ქალაქებში, მათ შორის ტურისტების ინტერესების გათვალისწინებით, პირველი კლასის სადგურები მოეწყობა. ხელისუფლება პირობას დებს, რომ მოთხოვნების გამკაცრების მიუხედავად, მგზავრობის საფასური არ გაიზრდება.

"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

დღის ამბები