19 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ნებისმიერი სასტიკი კონფრონტაცია აუტანელი კატასტროფა იქნება მსოფლიოსთვის - ჩინეთის თავდაცვის მინისტრi

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკა და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას, ლი შანფუმ აღნიშნა, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი "სასტიკი კონფრონტაცია" "აუტანელი კატასტროფა" იქნება მსოფლიოსთვის.


ამასთან, ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო ხომალდების ტაივანის სრუტეში ყოფნა მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონი რეგიონში ქაოსს ქმნის.

"ჩინეთი შეერთებულ შტატებთან ახალი ტიპის ურთიერთობების განვითარებას ცდილობს . ამერიკული მხარე გულწრფელი უნდა იყოს და სიტყვა საქმეს შეუსაბამოს.. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ, ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობები რეკორდულად დაბალ დონეზე იყო. 

ვერ უარვყოფთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ნებისმიერი სასტიკი კონფრონტაცია აუტანელი კატასტროფა იქნება მსოფლიოსთვის. ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ და ხელი შევუწყოთ რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესებს. პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემამ უნდა სძლიოს ჩაგვრასა და ჰეგემონიას. რაც უფრო გაძლიერდება სეპარატისტული საქმიანობა ტაივანის დამოუკიდებლობისთვის, მით უფრო მტკიცე იქნება ჩვენი კონტრზომები და ყოველგვარი საგარეო ჩარევა წარუმატებლად დასრულდება,"-აცხადებს ლი შანფუ ჩინეთის თავდაცვის მინისტრი.

დღის ამბები