24 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
30 წლიანი ლოდინი დასრულებულია - ქუთაისში მცხოვრებმა 480-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა, ახალი ბინების გასაღები მიიღო

აფხაზეთიდან დევნილები ამ დრომდე თავს სოციალურ სახლს აფარებდნენ . კურიერის რესპონდენტი ამბობს, რომ სულ ჰქონდათ მოლოდინი , რომ ერთ დღეს ყველას საკუთარი ოთახი და კომფორტული მყუდრო სახლი ექნებოდათ. საკუთარი ბინის გასაღები ჭაავების მრავალშვილიანმა ოჯახმა დღეს პირადად პრემიერ- მინისტრისგან მიიღო.

იძულებით გადაადგილებულები იმ 100 -ობით დევნილებს შორის არიან ვისი მისამართიც დღეიდან , ქუთაისში, შერვაშიძის 53 ნომერი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი ჭაავებს ახალ ბინაშიც ესტუმრა ,შესრულებული სამუშაოები , აშენებული და მოწესრიგებული ბინა პირადად დაათვალიერა ჭაავების მსგავსად დღეს პრემიერ- მინისტრისგან 480- მა დევნილმა ოჯახმა გაიგო , რომ დღეიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბინაში იცხოვრებენ.

ოფიციალურ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს იმედი მისცა , რომ სწორი პოლიტიკით ქვეყნის გამთლიანდება მოხდება და საერთო დიდი ოცნება ახდება ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე სამი -16 სართულიანი კორპუსია აშენებული . ამ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 800 დევნილი ოჯახი დაიდებს . ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით გასული წლის განმავლობაში 3500 - ზე მეტ იძულებით გადაადგილებულებს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, რაც გადაცემული ბინების რაოდენობით რეკორდული ციფრია.

დევნილებისთვის დღეს ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განსახლების მასშტაბური პროექტიც დაანონსა პრემიერ- მინისტრმა. მისი თქმით, 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გაადაადგილებულ დამატებით 13 ათასს ოჯახს გადაეცემა. დაანონსებული მასშტაბური პროექტის განხორციელება , პრემიერ მინისტრმა ღონისძიების დასრულებისთანავე დაიწყო.

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდა. დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დაწყებას საძირკველი ჩაუყარა და სიმბოლური კაფსულაც ჩააგდო. დაანონსებული პროგრამის ფარგლებში 2025 წლის ბოლოს 13 ათასი დევნილი ოჯახიდან 7000 ზე მეტი ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებს , 6 ათასამდე ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი სულ 900 მლ ლარს შეადგენს.

დღის ამბები