25 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
სად არის საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მმართველ გუნდსა და ოპოზიციას განსხვავებული შეფასებები აქვთ

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - სად არის საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე? მმართველი გუნდი თვლის, რომ პრაქტიკულად, ყველა პუნქტი ან უკვე შესრულებულია, ან - უახლოეს პერიოდში განხორციელდება, შესაბამისად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი დაყოვნების გარეშე უნდა მიიღოს.

ოპოზიციის ნაწილი იმედოვნებს, რომ ზოგადი პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, ქვეყანა სტატუსის გარეშე არ დარჩება, თუმცა ამბობენ, რომ რეკომენდაციის ძირითადი პუნქტები შესრულებული ამ დრომდე არ არის და ამ მიმართულებით არც მუშაობა მიმდინარეობს.

დასკვნას, რამდენად გაითვალისწინა საქართველომ ორ გვერდიანი დოკუმენტი მკაფიოდ გაწერილი გზავნილებით, ევროკომისია, სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები