24 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ვაშინგტონი აპირებს, ზუსტად დაადგინოს, ვინ არის კახოვკის ჰესის დანგრევისთვის პასუხისმგებელი

ვაშინგტონი აპირებს, ზუსტად დაადგინოს, ვინ არის კახოვკის ჰესის დანგრევისთვის პასუხისმგებელი - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი. ჯონ კირბის თქმით, ამ ეტაპზე, ისინი დარწმუნებით ვერ ამბობენ, არის თუ არა რუსეთი მომხდარში დამნაშავე. თუმცა მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული სადაზვერვო მონაცემებით, სწორედ რუსეთმა გაანადგურა კაშხალი.

ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა პირველი კომენტარი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე. ბაიდენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.

საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამ მიმართულებით, დახმარებას სთხოვს გაეროში უკრაინის ელჩი. სერჰი კისლიცამ ასევე მოუწოდა მათ, რუსეთის მიერ კაშხლის განადგურება გაეროს უშიშროების საბჭოში დაგმონ.

უკრაინის პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ახალი წყალსადენის მშენებლობისთვის 40- მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.

დღის ამბები