



ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა "თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის" ერთ-ერთ დასკვნით საღამოს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტს თბილისის სიმფონიური ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული ინგლისელი პიანისტი, კრისტიან ბლექშოუ უძღვებოდნენ.
ფესტივალი წელს პირველად იმართება და ქართველი პიანისტის ალექსანდრე თორაძისა და მისი მამის, კომპოზიტორის, დავით თორაძის, ხსოვნას ეძღვნება.