20 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
წერილი მემკვიდრეებს, ვუძღვნი მომავალ თაობას სიფრთხილისა და სიფხიზლისთვის - იღუმენია იოანა ღია წერილს ავრცელებს

ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი) ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"წერილი მემკვიდრეებს, ვუძღვნი მომავალ თაობას სიფრთხილისა და სიფხიზლისთვის!
ასევე ვუძღვნი ჩემს მოძღვარს, მეუფე დავით ალავერდელს, მადლიერებითა და შენდობის თხოვნით!
24 მაისი მეუფე დავითის ეპისკოპოსად ხელდასხმის დღეა. წელს 30 წელი შესრულდა, რაც ის ალავერდელი მღვდელმთავარია. ეს, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ ერთ-ერთი ტელევიზიის "მე-17 სართულზე“, ისე გამოუგზავნეს "საჩუქარი“, თუმცა ეს ეკლიანი საჩუქარია.

ამ წერილს, ვიცი, რომ ელოდება მრავალი ადამიანი, ვინც იცნობს მეუფე დავითს და გადაცემა "მე-17 სართულზე“ ალავერდელი მღვდელმთავრის გასამართლებად აღიქვა.

"გასამართლება” არ მოგეჩვენოთ გადაჭარბებულ შეფასებად. დიახ, ჩვენ მოწმეები გავხდით, როგორ ასამართლებდნენ ჩვენს მოძღვარს, რომლის გვერდითაც, მე პირადად, სულ ცოტა, 33 წელია, რაც ვარ და ყოველდღიურად ვუყურებ მის თავგანწირვას ამ ქვეყნისთვის. აქვე დავძენ, რომ ასეთი სულისკვეთების სასამართლოებით ამზადებენ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის შემდეგაც, დასაშვებია, გამოძიების გარეშე დახვრეტაც კი მიუსაჯო სასულიერო პირს. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მძიმე დრო ჩვენმა ქვეყანამ ერთხელ უკვე გაიარა…

გადაცემის სიუჟეტმა და დისკუსიამ ბევრი რამ გამახსენა, მთელი ჩვენი მონასტრის ცხოვრება მეუფესთან ერთად თვალწინ დამიდგა. ბიბლიური ისტორიებიც ამოტივტივდა მეხსიერებაში და ჩვენი ქვეყნის წარსული ამბებიც… ერთი ლოცვა კი, რომელიც ფრაგმენტია დიდი პარასკევის მაცხოვრის ჯვარცმის ლოცვიდან – "ერო ჩემო, რაი შეგაწუხე შენ“, – განუწყვეტლივ გონებაში მიტრიალებდა", - წერს იღუმენია იოანა.

დღის ამბები