19 აპრილი 2024,   06:07
ვრცლად
ხუციშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან - გიორგი მსხალაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას განიხილავდ,ა- განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ფინანსთა მინისტრი აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, რაც დადასტურდა მთავრობის ზეწოლით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით ვეტოს დაძლევის მუქარა, ქვეყნის და ეროვნული ბანკის რეპუტაციას აზიანებს.

"პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არ არის და არც რაიმე შემაფერხებელია. რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხალაძემ.

დღის ამბები