20 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
ჩინეთში აშშ-ის ელჩი - იმედი გვაქვს, პეკინი სწორ არჩევანს გააკეთებს და უბიძგებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან

ჩინეთში აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი იმედოვნებს, რომ პეკინი „სწორ არჩევანს“ გააკეთებს და რუსეთს უკრაინაში ომის დასრულებისკენ უბიძგებს, – ამის შესახებ "სიენენი" წერს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და ეს სწორი არჩევანი უბიძგებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაიყვანოს თავისი ჯარები, დაინახოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", – აღნიშნა ნიკოლას ბერნსმა.

როგორც ბერნსმა აღნიშნა, "ეს არის ის, რაც მსოფლიოს სურს და ჩინეთისგან მოელის".

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთში, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გაემგზავრება. მანამდე თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "რაღაც მომენტში" შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს.

დღის ამბები