აშშ-ში სკოლის გამოსაშვები საღამო ტრაგედიით დასრულდა - შემთხვევა ვირჯინიაში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი. არიან დაჭრილებიც.
დაკავებულია 19 წლის ეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაღუპულს ცეცხლი მან ხალხმრავალ ადგილას, მიზანმიმართულად გაუხსნა.
პოლიცია თვლის, რომ დაკავებული მსხვერპლს იცნობდა.