07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს - Financial Times

ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს. მედიასაშუალების ცნობით, წელს ევროკავშირი რუსეთისგან გათხევადებული ბუნებრივი აირის რეკორდულ მოცულობას შეიძენს, იმის მიუხედავად, რომ ბლოკი მიისწრაფვის 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმისკენ.

როგორც გამოცემა წერს, არასამთავრობო ორგანიზაციის Global Witness-ის ანალიზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ბელგია და ესპანეთი რუსული გათხევადებული აირის რიგით მეორე და მესამე უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ, ჩინეთის შემდეგ.

"შოკისმომგვრელია, რომ ქვეყნები ევროკავშირში მუშაობდნენ ამდენს, რათა უარი ეთქვათ მილსადენით მიწოდებულ რუსულ გაზზე მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაენაცვლებინათ ის ტრანსპორტირებულით. არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებ მას მილსადენით თუ ხომალდით - ეს მაინც ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები მილიარდებს აგზავნიან პუტინის ომის სკივრში," - განაცხადა Global Witness-ის წარმომადგენელმა, ჯონათან ნორონია-განტმა.

დღის ამბები