07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
გერმანია საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

გერმანია საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

"ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ნენსი ფეზერმა.

მინისტრმა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის სფეროში შეთანხმებების ხელმოწერაც დააანონსა. 

დღის ამბები