15 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოება შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კანდიდატები და თავად ბლოკი გააორმაგებენ ძალისხმევას - ოლივერ ვარჰეი

2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი "გააორმაგებენ ძალისხმევას" - ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ euractiv-ს განუცხადა. კომისარი ამბობს, რომ ევროკომისია "არსებითი წინადადებების" შეთავაზებას ოქტომბერში გეგმავს.

"კითხვა ყოველთვის იყო: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ - ეს მისასალმებელია," - აღნიშნა ვარჰეიმ.

კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა მიშელის 2030 წლის მიზნის შესრულება, ვარჰეიმ ამბობს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს უნდა", მაგრამ აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადები დაჟინებით არ უნდა მოითხოვონ.

"არა მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის პოლიტიკური ნების და მიწოდების საკითხი. 2030-ში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ - ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად," - აცხადებს ვარჰეი.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს ქვეყნების რეფორმების ძალისხმევა.

დღის ამბები