20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
სოჭში პუტინის რეზიდენციაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს - რა განცხადებები გააკეთეს ლიდერმა შეხვედრამდე

სოჭში პუტინის რეზიდენციაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. პირისპირ მოლაპარაკებამდე, ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიის წინ მოკლე კომენტარები გააკეთეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ენერგოთანამშრომლობას, საერთაშორისო პოლიტიკას, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმებას. პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებისთვის ღიაა.

"გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რვა პროცენტზე მეტით გაიზარდა, 86-მდე, ჩემი აზრით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ მალე დავასრულებთ მოლაპარაკებებს გაზის მიმართულებით თურქეთში, რათა რეგიონში ენერგეტიკული ვითარება უფრო სტაბილური და დაბალანსებული გახდეს. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა გრძელდება. ახლა თურქეთი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გახდა საერთაშორისო ბირთვული კლუბის წევრი. ვისაუბრებთ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმაღტულებით საკითხებზე. რა თქმა უნდა, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული საკითხებს გვერდს არ ავუვლით . მე ვიცი, რომ ისინი აპირებენ კითხვების დასმას მარცვლეულის შეთანხმების შესახებ. ჩვენ ღია ვართ ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის,"- აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

ერდოღანმა კი იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა პოზიტიური შედეგებით დასრულდება.

"ამ ვიზიტმა და თქვენმა მოწვევამ მე და ჩემი დელეგაცია ძალიან გაგვახარა. ის ფაქტი, რომ ჩვენმა საგარეო ვაჭრობის ამჟამინდელმა მოცულობამ თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობებში 72 მილიარდ დოლარს მიაღწია და ას მილიარდი დოლარის მიზნისკენ მივდივართ, ნამდვილად კარგია.ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენები ამჟამად ძალიან კარგი გზით გრძელდება. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ დღეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ჩვენი ვიზიტისას ყველა მარცვლეულის დერეფნის საკითხს ადევნებს თვალს.ყველა ელის თუ რა გამოვა ამ შეხვედრიდან .მე მჯერა, რომ ჩვენი მოლაპარაკების შემდეგ პრესკონფერენციით მიცემული გზავნილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებისთვის,"- აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

დღის ამბები