20 სექტემბერი 2024,   04:00
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ვლადივოსტოკში შეხვდებიან

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ვლადივოსტოკში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

შეხვედრა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება, რომელიც 10-13 სექტემბერს ტარდება.

კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის, უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, იარაღის მიწოდება და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხები იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი, რომელიც იშვიათად ტოვებს საკუთარ ქვეყანას, ფხენიანიდან რუსეთში, სავარაუდოდ, ჯავშან-მატარებლით გაემგზავრება.

დღის ამბები