აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის გასული სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ Cornerstone Government Affairs-მა, 2023 წლის მაისიდან, აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია ფორმულას ლობირება და ლობიზმის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისფულების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს.
აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში 420 000 დოლარს იღებს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტელეკომპანიამ მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებულ მომსახურებაში Cornerstone Government Affairs-ს დაახლოებით 110 000 დოლარი გადაუხადა.
ანგარიშში საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებისას საქართველოს შესახებ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. ასევე, იკვეთება ლობისტური კომპანიის კავშირები აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა, კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანამშრომელი მაიკ ჩეჩირე, რომელიც ხშირად აკრიტიკებს საქართველოს მმართველ პარტიას. ანგარიშში ასევე საუბარია ლობისტური ჯგუფის შეხვრედრების შესახებ რამდენიმე საერთაშორისო და მედია ორგანიზაციასთან.